LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშერს BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

155
433174316_1170299384133010_1859123594598886261_n

აშერს, რომლისთვისაც 2024 საიუბილეო, რადგან მისი სცენაზე გამოჩენიდან 30-ე წელი აღინიშნება, BET Awards-ზე სპეციალურ პრემიას გადასცემენ.

გარდა იმისა, რომ 45 წლის შემსრულებელი დაჯილდოების 4 ნომინაციაში გამარჯვებას შეეცდება, ის ასევე მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ,,ჯილდოს ცხოვრებისეული მიღწევისთვის” მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პრესტიჟული ჰონორი, რომელიც შოუზე 2001 წლიდან გაიცემა, სხვადასხვა დროს – უიტნი ჰიუსტონს, ჯეიმს ბრაუნს, დაიანა როსს, ელ გრინსა და სხვებს მიანიჭეს. შარშანდელი რეციპიენტი – ბასტა რაიმსი იყო.

დრეიკი, ნიკი მინაჟი, ბიონსე – BET Awards-ის ნომინანტები დასახელდნენ

BET Awards, რომელზეც ყოველწლიურად, გასართობი ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, აფროამერიკული წარმოშობის ცნობილ ადამიანებს აჯილდოებენ, 30 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები