LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშკარად ვგრძნობდით, რომ რაღაც გვაკლდა, როდესაც დავბრუნდი, ყველაფერს მივხვდით “ – დევა კასელი შეყვარებულზე ალაპარაკდა – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი Madame Figaro-ს გარეკანზე

432
page

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 20 წლის ქალიშვილი, დევა Madame Figaro-ს გარეკანზე მოხვდა. ფოტოობიექტივის წინაშე საოცრად წარმატებულმა მოდელმა ისეთი ბრენდების სამოსი მოირგო, როგორებიცაა: Dior, Chloé, Dolce  &  Gabbana Alta Moda და Schiaparelli.

ინტერვიუში დევამ კარიერასა და ცნობილი მშობლების გავლენაზე ისაუბრა.

„დედას და მამას სურდათ, მე და ჩემს დას საერთაშორისო განათლება მიგვეღო. ამის დამსახურებით 5 ენა ვიცი. გამუდმებით ვმოგზაურობ, თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ. რაც შეგვეხება მე და სოლს, ჩვენ სერიალის გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი. ძალიან დავახლოვდით, გადაღებები თვეობით მიმდინარეობდა, ამიტომ საოცრად მივეჩვიეთ ერთმანეთს. როცა ორი კვირით წასვლა მომიწია, აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა, ისიც ამავეს განიცდიდა. როდესაც დავბრუნდი, მივხდით ყველაფერს. მას შემდეგ ერთად ვართ, უკვე ორი წელი გახდება. რუტინული ცხოვრება არ გვაქვს, რადგან ხან სად ვართ ხან სად. რამდენიმე კვირის წინ მამასთან, ბრაზილიაში ვიყავით, შემდეგ ლოს-ანჯელესში, ახლა კი რომში ვართ“, – აცხადებს დევა გამოცემასთან საუბრისას.

დევა კასელის „ტკბილი არდადეგები“ შეყვარებულთან ერთად – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 20 წლის ქალიშვილი ფოტოებს გვიზიარებს

ცნობისთვის, დევა კასელი ახალ სერიალში, იღებს მონაწილეობას. „ლეოპარდის“ პირველი სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა უკვე შედგა. მას პარტნიორობას მისი რჩეული, სოლ ნანნი უწევს. სერიალში მოქმედება სიცილიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება, დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს.

სერიალი, რომელსაც ყველა ელის – დევა კასელი შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

ულამაზესი დევა კასელი „დიორის“ წულის ქვედაბოლოში სპექტაკლის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები