LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ბელარუსში საელჩოს ხურავს

74
ენტონი ბლინკენი

ამერიკამ ბელარუსში საელჩო დახურა, ხოლო რუსეთში არსებულ საელჩოში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს, ნებას რთავს დატოვონ ქვეყანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მინსკის საელჩოში მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადება დღეს, ორშაბათს გააკეთა.

„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯები უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც გამოწვეულია უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ს მოქალაქეების უსაფრთხოებაა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g