LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ცდილობს რუსული შენაერთების იდენტიფიცირებას, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს

263
ბუჩა

აშშ-ს შეეძლება რუსული შენაერთების იდენტიფიცირება, რომლებმაც ბუჩაში დანაშაული ჩაიდინეს – ამის შესახებ CNN ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

„ამჟამად ჩართული პირების პოვნა აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – ირწმუნებიან აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები.

დღეს გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას კენჭს უყრის

როგორც აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი ამბობს, სადაზვერვო მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ყველა არსებული ხელსაწყოებისა და აქტივების გამოყენებით,  მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც სისასტიკის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. მისივე განცხადებით, არ არის ცნობილი, გამოაცხადებს თუ არა აშშ თავის დასკვნებს საჯაროდ, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ ასევე აანალიზებს მინიშნებებს იმის შესახებ, რომ ბუჩაში არსებობდა რამდენიმე რუსული სამხედრო შენაერთი ან ჯგუფი იმ დროს, როდესაც იქ მშვიდობიანი მოქალაქეებს ხოცავდნენ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g