LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ჩინურ ავტომობილებს 104 პროცენტიან გადასახადს უწესებს

107
აშშ ჩინურ ავტომობილებს 104 პროცენტიან გადასახადს უწესებს

აშშ სავაჭრო ომს აგრძელებს და ჩინეთს 104 პროცენტიანი გადასახადი დააკისრა. აშშ-მ გადასახადი თითქმის ყველა ქვეყანას გაუზარდა, თუმცა ჩინეთისთვის წესები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა. ტრამპი ფაქტობრივად, ჩინეთიდან ზარს ელის რათა მათთან შეთანხმება გააფორმოს, თუკი პირობები მოეწონება.

ადრე აშშ-მ ჩინეთიდან იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა. 2 აპრილს ტრამპმა დამატებით კიდე 34% დაამატა, რის პასუხადაც პეკინმა ანალოგიური 34%-იანი ტარიფი შემოიღო. ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გადასახადებს კიდევ 50%-ით გაზრდის ანუ 104%-მდე, თუკი ჩინელები საპასუხო ზომების რეალიზებას არ შეწყვეტენ. ჩინეთში ამ ყველაფერზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ, აშშ-ს ქმედება შანტაჟად შეაფასეს და ბოლომდე ბრძოლის პირობა დადეს.

ამასობაში, აშშ სხვა ქვეყნებთან აგრძელებს მოლაპარაკებებს, რათა მათთვის დაწესებულ უზარმაზარ გადასახადებზე მიაღწიოს შეთანხმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები