LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-დან ტურისტების რაოდენობა იანვარში 7,3%-ით გაიზარდა

55

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ტურისტების 7,3%-იანი ზრდა ფიქსირდება.

როგორც ”ფორტუნას” ტურზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ამერიკა ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია.

”იმის მიუხედავად, რომ ამერიკასთან პირდაპირი ავია-მიმოსვლა არ გვაქვს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ტურისტულ კომპანიებთან ერთად ვმონაწილეობთ ამერიკაში გამართულ ტურისტულ გამოფენებში. 400-ზე მეტი ჟურნალისტი ჩამოვიყვანეთ გასულ წელს და მათ შორის, ბევრი სწორედ აშშ-დან იყო. ამ ჟურნალისტებმა ბეჭდვურ, რადიო, სატელევიზო და ბლოგების საშუალებებით ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკის მოსახლეობას, თუ რამდენად საინტერესოა საქართველო ტურისტული თვალსაზრისით” – განუცხადა ”ფორტუნას” ჩოგოვაძემ.

2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს 323 ათას 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,4%-ით მეტია. მათ შორის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 4,3%-ით არის გაზრდილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g