„აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა განაცხადა.
უილიამ ბერნსი აღნიშნავს, რომ ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა [რუსეთისთვის] ლეტალური აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე არ არსებობს მტკიცებულება აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ“, – თქვა CIA-ს ხელმძღვანელმა.