LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ დიდად აფასებს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია – ლოიდ ოსტინი

78
ოსტინი

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ შტატების მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, კვლავ უცვლელი რჩება.

ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა:

“მადლობას ვუხდი მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მიღებისთვის თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს.

ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია”, – წერს ლოიდ ოსტინი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს უწყებაში მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები