LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ღია ცის შეთანხმებას აღარ დაუბრუნდება, გადაწყვეტილებას მოსკოვში “პოლიტიკურ შეცდომას” უწოდებენ

82
Untitled design (3)

ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღების კონტროლის პაქტს,  “ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას” აღარ დაუბრუნდება. 

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, მიზეზად კი რუსეთის მხრიდან ის დარღვევები დაასახელა, რომელმაც შეთანხმებას შეარყია და მას “ძირი გამოუთხარა”.

“აშშ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარღვევებმა “ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას” ძირი გამოუთხარა. შეტანხმების გადახედვის დასრულების შემდეგ, აშშ არ აპირებს ხელშეკრულებაში დაბრუნებას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები, რათა მის შესრულებას დაბრუნებოდა.” – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

შტატების გადაწყვეტილებას ეხმიანება და პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს რუსეთი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, შტატების განაცხადი არ ახარებთ და იწვევს იმედგაცრუებას, რადგან აშშ-მა ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შანსი, პოზიტიური წვლილი შეეტანა ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში:

“აშშ-მა კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა და ახალი დარტყმა მიაყენა ევროპის უსაფრთხოების სისტემას. ჩვენ მათ კარგი შანსი მივეცით, რაც მათ არ გამოიყენე.” – განაცხადა რიაბკოვმა.

“ღია ცის შეთანხმება” 1992 წელს ჰელსინკში გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს 34 ქვეყანა აწერს, მისი მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს და ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვების საშუალებას იძლევა.

“ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან” გამოსვლაზე აშშ-მა 2020 წლის 22 მაისს განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g