LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის 80 დღე, გაჩუმებული ირანი და პუტინი, რომელიც უკრაინის წარმატებას არ იმჩნევს

203
Screenshot 2024-08-24 123609

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ვითარება უცვლელია: მთელი ყურადღება მიქცეულია სამ ფრონტზე – უკრაინის წარმატება რუსეთთან ბრძოლაში, რასაც ვლადიმირ პუტინი დიდად არ იმჩნევს, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანი დუმილს ირჩევს და აღარ იმუქრება და საარჩევნო კამპანია აშშ-ში, სადაც ორ კანდიდატს შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს და ყველაფერს დარჩენილი 80 დღე გადაწყვეტს.
სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

“აშშ-ს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში მაღალია ტემპერატურა და ყურადღების ცენტრშია ჩიკაგო, სადაც მიმდინარეობს დემოკრატების კონგრესი და ოფიციალურად გაფორმდება კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა.
კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, 1-2% პროცენტი, რომელიც ცდომილების ფარგლებშია. ძალიან თანაბარი და დაძაბული ბრძოლაა. ბევრი იქნება დამოკიდებული დარჩენილ 80 დღეზე – როგორ ჩაივლის დებატები, როგორი იქნება ხედვები ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, უსაფრთხოებაზე, გლობალურ პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე და ა.შ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის რიგით მე-9 ვიზიტი შედგა ახლო აღმოსავლეთში და ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების განთავისუფლების პრობლემაზე. უცნობია რა რაოდენობის მძევლები ჰყავთ, პოულობენ ცხედრებს, გრძელდება მოლაპარაკებები.
დიდი გამოწვევაა აირიდონ თავიდან უფრო დიდი რეგიონალური ომი და დიდი მსხვერპლი, რომელიც ისედაც ძალიან დიდია, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე არის არტერია, გზა, რომელიც ისრაელის კონტროლქვეშაა. ისრაელი აცხადებს, რომ შეამცირებს ღაზის სამხრეთში ყოფნას და დაპირებას იძლევა, რომ მომავალში გაყვანასაც არ გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყოს გაყვანა როგორც სამხრეთიდან, ასე ჩრდილოეთიდან. მაინც მაღალი რისკი ნარჩუნდება ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ესაზღვრება ლიბანს, სადაც „ჰეზბოლა“ გახლავთ დაჯგუფებული და ხდება მხარეებს შორის სარაკეტო იერიშების გაცვლა.
კარგი ამბავია, რომ ჯერჯერობით დაიწია ტემპერატურა თეირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაზე. ამ თემაზე აღარ მიდის ირანის მხრიდან მუქარა, რომ შურისძიება ახლოს არის. ვნახოთ, ეს არის ქარიშხლის წინ ჩაჩუმება თუ ირანში გააცნობიერეს, რომ არ აწყობთ დიდი რეგიონული ომი, რომლის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გაცხადებულად დაუჭერს მხარს აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა დიდი ქვეყნები. ირანს არ სჭირდება ისედაც მძიმე სოციალურ ვითარებაში დამატებითი ტვირთები.

უკრაინამ წარმატებით მოახერხა კურსკის ოლქის მნიშვნელოვან ცენტრში გლუშკოვოში გარღვევა. შეკრეს ალყა, სადაც 2-დან 3 ათასამდე სამხედრო მოაქციეს და ეს იქნება სერიოზული პოლიტიკური დარტყმა. პუტინი კი ისე იქცევა თითქოს არაფერი ხდება მის ტერიტორიაზე. ის ბაქოში იმყოფებოდა სახელმწიფო ვიზიტით.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ორი თემა. აზერბაიჯანმა პუტინის ვიზიტის შემდეგ ოფიციალურად შეიტანა დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაერთიანება ბრიკსის (BRICS) წევრობაზე განაცხადი. ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის ამ გაერთიანების წევრები.
და მეორე, გაფორმდა „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის სტრატეგიული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ. უფრო მეტი დეტალი მალე გახდება ცნობილი.

რუსეთში არის მოლოდინი, რომ საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც მოხდება გარღვევა, უკრაინელები კიდევ უფრო გააძლირებენ წნეხს, რათა მეტი ტერიტორია ჰქონდეთ და როდესაც მოლაპარაკებებს მიუსხდებიან, მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

ფოტო: apnews
foxnews
dailysabah
ft
kremlin

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g