LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ- ის ახალი სანქციები რუსეთის დუმის დეპუტატებს და ბიზნესმენებს

44
joo

დიდი ბრიტანეთის გარდა, დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციები დააწეა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

სიაში შედის რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ინსტიტუტი და ასევე 328 დეპუტატი. ასევე ჩამონათვალშია,  „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, რუსეთის თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული კომპანია.

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიერა – სიაში „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები შვიდლერი და ტინკოვი მოხვდნენ

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციების სიას დაემატა 59 კომპანია და კერძო პირი, რომლებსაც აქტივები გაეყინებათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

დღეს ასევე დიდმა ბრიტანეთმაც გააფართოვა სანქცირებულთა სია. გაფართოებულ სიაში მოხვდნენ ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი, ოლეგ ტინკოვი და სბერბანკის ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი. ახლა ამ სიაში მყოფ კომპანიებს შორის არიან „გაზპრომბანკი“, ალფა ბანკი და სახელმწიფო სანაოსნო კომპანია, სოვკომფლოტი.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები