LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს: „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე – ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“

120
რობინ დანიგანი

„მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

ამასთან, როგორც აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რობინ დანიგანი წერს, ის განაგრძობს „დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“.

„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა.

აშშ-ის საელჩო: „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“

„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“ – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ელჩი რობინ დანიგანის განცხადება: მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 05 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g