აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტალსი გაბარდი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია, ცდილობს აშშ-ს რუსეთთან ბირთვულ ომში ჩათრევას. ამის შესახებ გაბარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადლობა თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერების და მშვიდობის დასაცავად. რაც თქვენ თქვით, აბსოლუტური სიმართლეა: ზელენსკი წლებია, ცდილობს აშშ-ს რუსეთთან ბირთვულ ომში და მესამე მსოფლიო ომში ჩათრევას და არავის მოუწოდებია მისთვის ეს. მადლობა, ვიცე-პრეზიდენტო ვენს დიპლომატიის აუცილებლობისთვის ასე მტკიცე და ძლიერი საუბრისთვის“, – წერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი.