LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

123
ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში რობინ დანიგანი, მარკ კლეიტონი და და პაველ ჰერჩინიკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

როგორც პრემიერის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია: „ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით“, – წერია განცხადებაში.

პოპულალურები