LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ინფორმაციით რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს: Reuters

48
russia-ukraine-war--key-things-to-know-about-the-conflict-2022-03-12

აშშ-ს ინფორმაციით რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს.

სადაზვერვო ინფორმაცია გამოცემა Reuter-ს ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აქვს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად უახლოეს დღეებში. შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები