LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის 40-მილიარდიან დახმარებას

100
Capture

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

Reuters-ის ცნობით, კანონპროექტს მხარი პალატის 368-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57-ი წავიდა.

თანხის ნახევარზე მეტი განკუთვნილია უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის.

კონგრესის ქვედა პალატის გადაწყვეტილებამდე, 9 მაისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას და აღადგინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის “ლენდ-ლიზის” პროგრამა, რომელმაც ხელი შეეწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას.

„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია” – რა არის „ლენდ-ლიზი“ და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები