LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

160
ვოლოდიმირ ზელენსკი

სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა.

„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

მარკო რუბიო: „გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს“

დონალდ ტრამპი: ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის, არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს ომი მომხდარიყო – შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა: „მინდა, ვიბრძოლო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g