LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

129
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას გადარჩენის დაბალი შანსი ექნება“. როგორც მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვიქნებით. ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, შანსი ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას და მან არმიის რეორგანიზაცია შეძლოს.

„ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სურს. მას პაუზა სურს, რათა მოემზადოს და ცეცხლის შეწყვეტის გამო სანქციები მოიხნას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g