LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პრესმდივანი: რუსეთის წარსული ქმედებები არ იძლევა გარანტიას, რომ ის არ გამოიყენებს ცრუ საბაბს უკრაინაზე თავდასასხმელად

84
untitled

“რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა,”- ამის შესახებ აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

„რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა.

ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ვნახეთ, რომ ისინი წარსულში ბევრჯერ იყენებდნენ ცრუ საბაბს ოპერაციების განსახორციელებლად და დაბნეულობას – სამხედრო მოქმედებების დასაწყებად,“- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები