LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ

60
President Joe Biden laughs during his meeting with Iraqi Prime Minister Mustafa al-Kadhimi in the Oval Office of the White House in Washington, Monday, July 26, 2021. (AP Photo/Susan Walsh)

ამერიკის შეერთებული შტატების საბძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ერაყელი სამხედროების წვრთნას და რჩევების მიცემას ამერიკელი ჯარისკაცები კვლავ განაგრძობენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გავაგრძელებთ ტრენინგს და დახმარებას. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წლის ბოლოსთვის საბრძოლო მისიაში ვიყოთ. ჩვენი ანტიტერორისტული თანამშრომლობა გაგრძელდება მაშინაც კი, როდესაც ამ ახალ ეტაპზე გადავალთ,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამ ეტაპზე ერაყში ადგილობრივ სამხედროებს დახმარებას 2500 ამერიკელი ჯარისკაცი უწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g