საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს.
„გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“.
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახვეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილოცავთ დედაენის დღეს!“, – აღნიშნავს გაეროში აშშ-ის ელჩი, რომლის კომენტარსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.