LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

259
620b49e981579

შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ხოლო მათ, ვინც არ შეასრულებს რეკომენდაციას, საელჩო სთხოვს მოერიდონ ხალხის მასობრივ შეკრებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან “ისინი შეიძლება გახდნენ რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები.”

„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეები არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფი მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა.

მოერიდეთ დიდ შეკრებებს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან ისინი შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g