საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს კანონი დაიცვან.
როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ.
„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში.
შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის“, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმინ ვიზა, ან…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025