LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად

171
მამუკა მდინარაძე

საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და მცდარს უწოდებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე: „ბრძოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია“

მამუკა მდინარაძე: „ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g