LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „მწუხარებას გამოვთქვამთ მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო“

156
გიორგი ლელაშვილი

21 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე – მაშველის დაღუპვას სამძიმრის წერილით ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩო უსამძიმრებს ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. გიორგი ლელაშვილი მაშინ გარდაიცვალა, რა დროსაც სამუშაოების დროს კედელი დაინგრა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g