LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „საელჩომ დაიწყო დაკავშირება აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს“

199
აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით – საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს.

„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://i94.cbp.dhs.gov/search/compliance-search”,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩოს განმარტება

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს,…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g