LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას

82

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. აშშ-ის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე უცვლელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს გაეროს წესდების თანახმად. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები გაიყვანოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g