LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია

153
fot (1)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

„თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

„განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

„ჩვენი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს ჩვენს მიზნებს“ – აშშ–ის საელჩო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g