LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

144
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

„წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საფრთხეს შეუქმნიდა, საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები გაიმართა. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და ცხრა სფეროში, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მოიცავს, შემდგომი პროგრესის რეკომენდაცია გასცა.

ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, ასევე, გამოძიებებთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის შესახებ, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევის შესახებ; სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; და დანაშაულების შესახებ, რომლებიც ძალადობას ან ძალადობის მუქარას მოიცავს, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ აn ინტერსექს პირებისა და აქტივისტების მიმართ”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.

„ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების, ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ; რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაშაულები ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. [ინტერპრესნიუსი]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g