Google-სა და YouTube-ზე ამერიკის საპრიზდენტო არჩევნებს პირდაპირი ტრანსლაციით გადმოსცემენ, ამის შესახებ ცნობილი Google-ის ოფიციალურ ბლოგზე გახდა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მომხმარებლებს რეზულტატის ნახვა Google-ის საძიებო სისტემაში 30 ენაზე შეეძლებათ. ასევე მუდმივად განახლდება მონაცემები სენატორების, კონგრესმენების, გუბერნატორების შესახებ.
თავის მხრივ, YouTube, არჩევნების შესახებ სიახლეების ტრანსლაციას შემოგვთავაზებს.