LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

74

რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სამ მათგანს შეთქმულებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. კიდევ ხუთს კი, მოქალაქეთა პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან.

ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც. ამ სამ კომპანიას შორის არის ე.წ. ტროლების ქარხანა სანქტ-პეტერბურგში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები “საინფორმაციო ომს” აწარმოებდნენ აშშ-ის საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.

“ისინი იყენებდნენ ოპერაციებს ძირითადად იმისათვის, რომ გაევრცელებინათ შეურაცხმყოფელი ინფორმაცია ჰილარი კლინტონის შესახებ, ასევე, ისეთი კანდიდატების შესახებ, როგორებიც არიან ტედ კრუზი და მარკო რუბიო. ხოლო მხარი დაეჭირათ ბერნი სანდერსისთვის და იმამინდელი კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის”

შესაბამისი განცხადება სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გააკეთა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g