LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სასამართლომ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ირანის მოქალაქეს, რომელიც ტრამპის ყოფილი მრჩევლის მკვლელობის დაკვეთას ცდილობდა

40
_126272810_077922056-1

ირანის მოქალაქეს შაჰრამ პურსაფს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთის მცდელობისთვის აშშ-ის სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარია საქმეზე, რომლის თანახმად, ჯონ ბოლტონის ლიკვიდაციისთვის 45 წლის ირანელი შაჰრამ პურსაფი ინტერნეტის საშუალებით, შეერთებულ შტატებში 300 000 დოლარის სანაცვლოდ, მკვლელის დაქირავებას ცდილობდა.

ბრალდებული ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის წევრია, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, ბოლტონის მკვლელობა შურისძიების მიზნით სურდა. სწორედ, ბოლტონის პოსტზე ყოფნის პერიოდში განხორციელდა ირანელი გენერლის ქასიმ სოლეიმანის ლიკვიდაცია რომელიც აშშ-მ განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები