LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატი თეთრ სახლს მოუწოდებს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში

73
აშშ-ს სენატი

შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი;

ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას;

ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.

აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g