LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ვიზები ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს არ ჩაურტყეს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემი შვილიც იყო თუ არა, ჩემი შვილის გამო ამერიკაში 49 ბავშვი არ გაუშვეს? ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა – კობახიძე

234
ირაკლი კობახიძე

„რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არც არანაირი რისკი არსებობს და გასტროლები შეთანხმებულია? ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხს გამოეხმაურა.

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, შეიტანეს ვიზაზე მოთხოვნა, თუმცა მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში​.. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა“ – ირაკლი კობახიძე

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ანსამბლის წევრი მისი შვილი, ხოლო ერთ-ერთი სტუდენტი პრემიერ-მინისტრის შვილი, კობახიძის თქმით, ერთ-ერთი სტუდენტი მისი კოლეგა დეპუტატის შვილია, ხოლო არის თუ არა მისი შვილი ანსამბლის წევრი, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

„რაც არის საჯარო, შარშანწინდელი მონაცემებია, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემთხვევაში განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 37%-ია, მაშინ, როცა სამეზობლოში – [აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი ომამდე მდგომარეობა] ეს მონაცემი 63-88%-მდე მერყეობს. საქართველოში არის ორჯერ, სამჯერ ნაკლები, მით უმეტეს, არის ცალკეული შემთხვევები, როცა იყო სტუდენტი, მიიღო დაფინანსება, ჩაირიცხა კონკრეტულ ამერიკულ უნივერსიტეტში და ვიზა არ ჩაურტყეს.

გუშინ ასევე გავიხსენე „მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვი საქართველოში დატოვეს, ვიზები არ ჩაურტყეს, რაც წარმოუდგენელია.

რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არანაირი რისკი არ არსებობს და გასტროლები არის შეთანხმებული? ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. მგონი, უნდა დაინტერესდეს საელჩო, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ისჯებიან ჩვენი მოქალაქეები, რატომ არის დისკრიმინაციული მიდგომა.

ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის შვილია, ერთ-ერთი კი იყო მოქალაქის შვილი, რომელსაც ვიზა არ მისცე, გასული წლის ზაფხულის ამბავია.ამ მოქალაქის შვილს ვიზა არ ჩაურტყეს – ცნობილი ადამიანის შვილია – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უნივერსიტეტში იყო ჩარიცხული, პირადად მისგან ვიცი. ანსამბლ „მართვეს“ რაც შეეხება, 50 ბავშვი მიდიოდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ჩემი შვილი იყო თუ არა.

თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს? იმას ამტკიცებთ, რომ ამერიკის საელჩომ, ჩემი შვილის გამო, ამერიკაში 49 ბავშვი არ გაუშვა? იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო ამერიკაში 49 ბავშვი არ გაუშვეს, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g