აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა
“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა.
საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის”, – წერს ღარიბაშვილი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.
Adoption of #GeorgiaSupportAct by House of Reps. reaffirms t/ strength & advances robust ????
strategic partnership. Grateful to US House, its leadership & ??Caucus co-chairs @RepKinzinger @GerryConnolly for supporting ??’s sovereignty, ter. integrity, democracy&NATO integration.— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 28, 2022