რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს.
მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო.
თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რალფ ნორმანი (სამხრეთ კაროლინა), კიტ სელფი (ტექსასი) და ტომას მესი (კენტუკი), თუმცა ნორმანმა და სელფმა ჯონსონთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მას დაუჭირეს მხარი.