LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ და მოკავშირეებმა ნატოში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადასცეს: CNN

129
აშშ-ს კონგრესი

აშშ-მა და მოკავშირეებმა ნატოში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადასცეს. ამის შესახებ CNN ამერიკის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს უკრაინის ცა რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დაიცვას.

საუბარია საბჭოთა დროის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე: „ოსა“, „ეს-300“ და გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტრელა-3“-ზე.

„ამ სისტემებს გააჩნია დიდი სიშორე, ვიდრე „სტინგერის“ რაკეტებს, რაც მტრის ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების საშუალებას იძლევა.

შეიარაღება ნატოს პარტნიორი ქვეყნების მიერ მიეწოდა. ჯერ გაურკვეველია, როგორ დაუბრუნდება სისტემები მიმწოდებელ ქვეყნებს“, – აღნიშნავს მედია.