LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს“ – გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

172
გია ვოლსკი, ირაკლი კობახიძე, ჯო ბაიდენი

რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

„ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა“ – შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

ვოლსკის განცხადებითვე, „აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს“.

გარდა ამისა, მან ელჩის შესაძლო გამოწვევაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ელჩის გამოწვევა და ასეთი დაპირისპირება არ არის დღის წესრიგში“.

„ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია“ – „ამერიკის ხმა“

„აღნიშნული დაადასტურა პრემიერის ოფისმაც, „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად“ – წერს მედიასაშუალება.

„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული.

ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g