LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ კოვიდ-19-ით იმაზე მეტი მოქალაქე დაკარგა, ვიდრე ვიეტნამის ომში, ასევე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ერთად: შტატებში გარდაცვლილთა რიცხვი 500 ათასს აჭარბებს

44
FORTUNA.GE- (2)

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. 

როგორც The New York Times-ი წერს, ვირუსმა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შტატებში იმაზე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვიდრე პირველი და მეორე მსოფლიო ომების, ასევე ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას.

სტატისტიკა საგანგაშოა – მეორე მსოფლიო ომში შტატებმა 318 000 ადამიანი დაკარგა. გუშინ ვირუსით გარდაცვლითა რიცხვი 500 000 იყო, დღეს კი თუ Worldomoeter-ის მონაცემებს შევხედავთ, ეს რიცხვი გაზრდილია 511 113-მდე.

ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა

28 მილიონზე მეტია, თუმცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც პოზიტიურად გამოიყურება – 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვირუსი დაამარცხა.

როგორც გამოცემა წერს, ისეთ დაწესებულებებში, სადაც ინფექცია ყველაზე სწრაფად გავრცელდა, დიდი იყო მსხვერპლის რაოდენობაც, ასეთ დაწესებულებებს შორის არის როგორც მოხუცთა საცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა სახის მოვლის დაწესებულებები.

Nytimes-ი წერს, რომ მსგავსი სახის დაწესებულებებში კორონავირუსით, სულ მცირე, 163 000 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ნიუ ჰემფშირში, ვირუსით გარდაცვლილთა 73% კი სწორედ მოხუცთა სახლებში ცხოვრობდა.

ვაქცინაციის მასშტაბური პროგრამა როგორც საზოგადოებას, ასევე ჯანდაცვის ექსპერტებს, აძლევს იმედს, რომ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაიკლებს და სიკვდილიანობაც შემცირდება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია.

თუმცა კვლავ შეშფოთებას იწვევს ვირუსის ახალი ვარიანტები, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g