ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პაკეტი მიზნად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.
დახმარების ახალ პაკეტში შედის: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა; დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება; და წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება.
“შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობები მიეწოდოს,” – წერია განცხადებაში.
