LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს: ენტონი ბლინკენი

51
ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატებმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს. მისი თქმით, ავღანეთში არსებულმა ტერორისტულმა საფრთხეებმა სხვა ადგილას გადაინაცვლა, ახლა კი, პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-სთვის ამგვარი მნიშვნელოვან თემები: ჩინეთთან ურთიერთობა, პანდემიასთან ბრძოლა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაა.

„ჩვენ მსოფლიოს უნდა ვუყუროთ არა 2001, არამედ 2021 წლის პრიზმაში. ჩვენ 20 წლის წინ ავღანეთში წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვქონდა. ახლა „ალ-ქაიდა“ ძალიან დასუსტებულია და მათ ავღანეთიდან აშშ-ზე თავდასხმა აღარ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ რამეს გაბედავენ, ეს ხანგრძლივ ომს გამოიწვევს, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არაა“, – განაცხადა მან.