LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

135
FORTUNA.GE-

ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისთვის მზადებას ასრულებს.

დღეს ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

ინაუგურაციის ცერემონია წელს განსხვავებული იქნება. დეტალების ცვლილება და გამკაცრებული ზომები უკავშირდება როგორც პანდემიას, ასევე 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე განხორცილებეულ შტურმს.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

პანდემიის გამო:

ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. ვიზიტორებისთვის დახურულია ვაშინგტონის ეროვნული პარკი. ინაუგურაციის ფარგლებში, ღონიძიებების უმეტესობა ვირტუალურად ჩატარდება და მას საზოგადოება ტელეეთერით ადევნებს თვალს.

განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ჯგუფების მხრიდან, სხვადასხვა სახის პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად:

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პოლიციას ეროვნული გვარდიის 15 ათასი სამხედრო შეუერთდა, ვაშინგტონის ქუჩებში წესრიგზე დღეს სულ მცირე 25 ათასი სამხედრო იზრუნებს. დედაქალაქში ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, დაიკეტა ასევე ათზე მეტი მეტროსადგური.

ინაუგურაციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

თავდაპირველად ჯო ბაიდენი ფიცს დებს კაპიტოლიუმის წინ.

“მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას.” – ეს არის სიტყვები აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლიდან, რომელსაც ბაიდენი წარმოთქვამს.

მოგვიანებით ის მიემართება არლინგტონის სასაფლაოზე და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

შემდეგ პრეზიდენტი თეთრი სახლისკენ გაემართება.

ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტებიც – ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი.  ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ცერემონიას არ ესწრება 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ეს იქნება პირველი შემთხვევა 152 წლის განმავლობაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას არ დაესწრება.

ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვა: ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს სიხარულით სავსე გულით… მადლობა და მშვიდობით

ოფიციალური ცერემონიის დროს, ეროვნულ ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

mazda magti 5g