LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს არმია ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადადის

37
usaarmycars

აშშ-ს სამხედრო ძალებს თავისი კლიმატური სტრატეგია აქვს, თანაც სამი მიმართულებით. საომარი ობიექტების ელექტროფიკაციის გარდა, თავდაცვა მიწოდებასა და ლოჯისტიკაზეც იზრუნებს, ასევე ჯარისკაცებს „საომარ ქმედებებს კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში“ შეასწავლიან.

მიზანი – 2032 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 50%-ით შემცირებაა, 2050 წლისთვის კი – გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანა.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამყარო კლიმატის კრიზისის ზღვარზეა, ამიტომ ჯარმა გამოსავალი უნდა იპოვოს. ამჟამად არმია მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებლით 47-ე ადგილს იკავებს, თუმცა პროცესი დაწყებულია. ჯარის ავტო-პარკი 170 ათასამდე ტექნიკას მოიცავს და მათი ელექტროფიკაცია მინიმუმ 13 წელი მაინც გაგრძელდება. 2027 წლისთვის ამერიკას მსუბუქი ავტომობილების ელექტროფიკაციის მოსწრება მაინც სურს, ხოლო 2035 წლისთვის ცვლილება ყველა მოდელს უნდა შეეხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები