LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება – იან კელი

79

იმის მიუხედავად, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა არ შეიცვლება, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

”ამერიკაში განსაკუთარებული ღამეა, ყველას დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის, მთავრობის და საზოგადოების წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩემი აზრით, ის რაც ხდება ამ წუთებში, იმის მაჩვენებელია, რომ ამერიკაში ცვლილებების განხორციელების რეალური სურვილია. მაგრამ ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთარებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g