LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს „მწვანე ბარათის” გათამაშებისთვის წელს საქართველოდან 112 464 ადამიანი დარეგისტრირდა – წასვლის მსურველთა რიცხვი გასამმაგდა

604
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-160711142343-new-york-jfk-airport

აშშ-ს „მწვანე ბარათის” გათამაშებისთვის 2021 წელს საქართველოდან 112 464 ადამიანი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ბოლო თარიღი 9 ნოემბერი იყო, გათამაშების შედეგები კი მომდევნო წლის მაისში გაირკვევა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბოლო 10 წელში, “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ბედი საქართველოდან თითქმის მილიონმა ადამიანმა სცადა. 2011-2021 წლებში ამერიკაში წასვლის მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მწვანე ბარათის მოგებულებს 2001 წლიდან აღირცხავენ. ბოლო 20 წელიწადში, ე.წ „მწვანე ბარათი“ საქართველოს 16 ათასზე მეტ მოქალაქეს ერგო.

შეგახსენებთ, „მწვანე ბარათი” არის ოფიციალური საბუთი, რომელიც აშშ-ში “მუდმივი რეზიდენტის” სტატუსს გაძლევთ, რაც ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას ნიშნავს.

ვინმე რჩება ქვეყანაში? – „მწვანე ბარათის” გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g