LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი რაღაც თანხას გადაიხდიდა… თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან ან მის მიღმა დადგე, გადასახდელია თანხა და ფასები ამის მიხედვით მერყეობს“ – გურამ მაჭარაშვილი

405
გურამ მაჭარაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპი

„აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი რაღაც თანხას გადაიხდიდა – თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, გადასახდელია თანხა და ფასები ამის მიხედვით მერყეობს“, – ასე ეხმაურება დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამგზავრებას.

მაჭარაშვილის განცხადებით, როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები არ ესწრებიან.

კახა კალაძე: „დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები ჩვეულებრივად იყიდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს… ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე“

კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარტია „ლელოს“ წევრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ.

„ის, ვინც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა, არის სი ძინპინი და ევროპიდან, იტალიისა და უნგრეთის პრემიერები. ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩავლენ თუ არ ჩავლენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახელმწიფოს პირველი პირები არ ჩადიან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის კლოუნადას აგრძელებს.

სხვათა შორის ტრამპის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილიც იყო – ბუჩქებთან იდგა და ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა. ალბათ, ზურაბიშვილიც სადღაც რაღაც თანხას გადაიხდიდა. ვიცით, რომ გადასახდელია თანხა, თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, ფასები ამის მიხედვით მერყეობს.

სად უყიდეს ზურაბიშვილს ეს ბილეთი, ამას ვნახავთ, ან არც ვნახავთ, არც არის საინტერესო. აქ საინტერესო და მთავარი არის ის, რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სურს ზურაბიშვილს დასწრება – იმ ამერიკის პრეზიდენტის ხომ არა, რომელიც მის პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება? ზურაბიშვილს ლგბტ დროშა უჭირავს და ტრამპი ამბობს, რომ ლგბტ უნდა დავასრულოო.

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

ზურაბიშვილი ამბობს, კარგია, რომ ომი არის უკრაინაში და ტრამპი ამბობს, ომი უნდა დავასრულოო. ზურაბიშვილი ამბობს, ჩვენ უნდა დავემონოთ, პარტნიორული ურთიერთობა არ გვინდა, ვასალური გვინდაო, ხოლო ტრამპი ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო. ეს როგორ არის?! სწრაფად უღალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს! ჩაიჭერით, ქალბატონო სალომე, აქაც არასწორ ადგილზე აღმოჩნდით. მართალია, ბუჩქთან იქნება, მაგრამ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს და არც ადრე წარმოადგენდა რამეს. ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიმბოლოა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

magti 5g