LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

159
embassy-logo-outside-1140x684

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს.

magti 5g