რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელი მარია ზახაროვა და კიდევ 16 პირი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.
სანქცირებულ პირებს შორის ასევე არიან, რუსეთის მშენებლობის მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ოლიგარქი ალექსეი მორაშოვი და მისი შვილები.
ამას გარდა, ე.წ. შავ სიაში მოხვდა პუტინის ახლო მეგობარი სერგეი როლდუგინი, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველევი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.