LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ: თავდაცვის მინისტრი

114
ლოიდი

ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ლოიდ ჯეინ ოსტინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატეიბს ელჩი დახვდნენ.

პენგატონის ხელმძღვანელს ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროში უმასპინძლებს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. გაკეთდება მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც. დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ლოიდ ოსტინი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს, დაესწრება ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას.

mazda magti 5g