LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი – ჩვენ გვაქვს დიდი სარგებელი ნიჭიერი ქართველი ხალხისგან: კონგრესმენი ჯო უილსონი

111
ჯო-ვილსონი

აშშ-ში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს, სამხრეთ კაროლინას შტატიდან კონგრესის წევრი ჯო უილსონი ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობით ორმხრივი სარგებელი აქვთ.

მისივე განცხადებით, საქართველოს და ამერიკას ტერორისტების წინააღმდეგ ერთად ბრძოლის კუთხით გამოცდილება აქვთ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი დელეგაციას საქართველოდან, რადგან ისინი არიან ერთგული პატრიოტები და უნდა იყვნენ აქ, ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ამერიკელი ხალხის სიყვარული საქართველოს, ჩვენი ძვირფასი მეგობრების მიმართ.

შესანიშნავი ვიზიტები მქონდა თბილისში, გორში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალიან შთამბეჭდავია და რაც ვიცი, არის, რომ ქართველი ხალხი ამაღელვებელია ჩემთვის. ჩვენ ვიცით ერთმანეთის გვერდით ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი და ჩვენ გვაქვს დიდი სარგებელი ნიჭიერი ქართველი ხალხისგან“, – აღნიშნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

ცნობისათვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.